ახალი ამბები

13 ივნისის მოხალისეთა გაერთიანების ჯგუფი “ფეისბუკზე” გაუქმდა

18 ივნისი, 2015 • • 1582
13 ივნისის მოხალისეთა გაერთიანების ჯგუფი “ფეისბუკზე” გაუქმდა

ნიკა დავითაშვილმა, გვერდის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ გვერდი დაუდგენელი მიზეზით გაუქმებულია და ახლა ცდილობენ ფეისბუკის ადმინისტრაციასთან კავშირის გზით ჯგუფი აღადგინონ.

 

დავითაშვილის თქმით, გაუქმებულია გვერდის სხვა ადმინისტრატორების ანგარიშები და ისინიც ცდილობენ ანგარიშების აღდგენას.

 

“ჩვენ შევეცდებით ჯგუფი აღდგეს იმ ფორმით, როგორიც იყო”, – ამბობს ნიკა დავითაშვილი.

 

კითხვაზე, ხომ არ მოსვლიათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ “ფეისბუკის” რომელიმე მომხმარებელმა ჯგუფი “დაარეპორტა”, დავითაშვილი პასუხობს, რომ – არა.

 

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეები – მოქალაქეების, ძირითადად ახალგაზრდების თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა წერტილში მონაწილეობენ გაწმენდით სამუშაოებში.

 

მათ ფეისბუქის ჯგუფის გარდა შექმნეს საიტი www.13ivnisi.ge, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს.

მოხალისეების გაერთაინების გვერდი ფეისბუქზე არ იძებნება. 18.06.2015
მოხალისეების გაერთაინების გვერდი ფეისბუქზე არ იძებნება. 18.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი