ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

17 ივნისი, 2015 • • 1623
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

“ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. 2 დღის წინ, დღის ბოლოს საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა. მომზადებულ ანგარიშში მე ვთვქი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იყო საგანგებო შტაბის მიერ. თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეყრდნო ზოოპარკის ადმინისტრაციისაგან მოწოდებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები ქალაქში აღარ იმყოფბეოდნენ და რომ მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე თავს ძალიან შეწუხებულად ვგრძნობ და მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო”, – თქვა ღარიბაშვილმა.


დღეს, 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხმა ერთი ადამიანი მოკლა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. იგივე თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.


ზოოპარკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ გუშინ, 16 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ერთ ვეფხვს, აფთარსა და დათვს ვერ პოულობდნენ, თუმცა იმავე დღეს ლიბერალმა გაავრცელა ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს: “ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.”

ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო –  პრემიერის Facebook გვერდიდან
ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი