ახალი ამბები

წულუკიანი: ზოოპარკის დირექტორი არ გახლავთ ხელისუფლება

17 ივნისი, 2015 • • 1213
წულუკიანი: ზოოპარკის დირექტორი არ გახლავთ ხელისუფლება

“ზოოპარკის დირექტორი არ გაქხლავთ ხელისუფლება. რეაგირება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. რეაგირება შეიძლება იყოს და უნდა იყოს მრავალნაირი. მათ შორის უნდა გაირკვეს ვის, რა პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საკითხზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს. იგი გარდაიცვალა. ადგილზე მივიდა სპეცრაზმი, რომელმაც ვეფხვი მოკლა.

 

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ  ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი