ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: საქართველოს იზოლაციის პასუხად რუსეთთან ურთიერთობას გავაღრმავებთ

15 ივნისი, 2015 • • 995
სოხუმი: საქართველოს იზოლაციის პასუხად რუსეთთან ურთიერთობას გავაღრმავებთ

საგარეოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უნგრეთის საელჩომ დამცინავი წერილი გამოუგზავნა აფხაზებს და გააფრთხილა, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში მათ პოლიცია დააკავებდა. 

 

ოფიციალური სოხუმი მიიჩნევს, რომ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები აფხაზეთის იზოლაციისთვის იყენებენ. 

 

აქვე წერია, რომ საქართველოს მოთხოვნის შედეგად აფხაზეთის ბავშვთა საცეკვაო ანსამბლიც თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად ვერ გაემგზავრა; ასევე, აფხაზეთის დელეგაცია გერმანიაში საქართველოს საელჩოს მოთხოვნით ვერ გაემგზავრა ბერლინში “მწვანე კვირა – 2015”-ზე. 

 

“ეს იმას მოწმობს, რომ საქართველოს აგრძელებს ომს სხვა საშუალებებით, რომელიც “აფხაზ დებსა და ძმებზე” ყალბი ზრუნვის გამოხატვით ინიღბება”, – წერია განცხადებაში.

 

ყველაზე კარგი პასუხი ოფიციალური თბილისის ქმედებებზე, როგორც აფხაზეთის საგარეოში აცხადებენ, რუსეთთან სხვადახვა სფეროში, მათ შორის, სამხედრო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება იქნება.

 

აფხაზეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრეს ConIFA-ს [დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია] ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი