ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებს სტიქიის გამო 36-მა ადამიანმა მიმართა

14 ივნისი, 2015 • • 1153
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებს სტიქიის გამო 36-მა ადამიანმა მიმართა

“მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, მობილიზებულია ყველა კლინიკა და მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა დაშავებულების მიღება. ყველაზე დიდი ნაკადი იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მთლიანად, ჩვენი ინფორმაცით, 36-მა დაშავებულმა მიმართა კლინიკებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ და მხოლოდ რადენიმე ადამიანი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

ზაზა სოფრომაძის განცხადებით, პაციენტებს ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებოდთ, იშვიათად იყო მოტეხილობა და მათ მდგომარეობა არ არის მძიმე.  ერთადერთ პაციენტს, რომელიც “ნეოჰოსპიტალში” არის მოთავსებული , აქვს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები და მისი მდგომარეობა შედარებით მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

 

ზაზა სოფრომაძის განცხადებით, სასწრაფოსთვის მიმართვიანობამ 14 საათისთვის იკლო.

ზაზა სოფრომაძე
ზაზა სოფრომაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი