ახალი ამბები

შსს: დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის საქმე გახსნილია

9 ივნისი, 2015 • • 1208
შსს: დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის საქმე გახსნილია

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 8 ივნისს, დღის საათებში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე გიორგი კანდელაკს მისი კუთვნილი „ნისანის“ მარკის ავტომობილის სალონიდან “ეფლის“ ფირმის პორტატული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

“სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი