საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გალში მოსწავლეები სწავლების აფხაზურ სტანდარტზე გადავლენ

5 ივნისი, 2015 • • 1412
გალში მოსწავლეები სწავლების აფხაზურ სტანდარტზე გადავლენ

გვარამია ამბობს, რომ აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე გალის რაიონების სკოლების საგანმანათლებლო პროგრამის აფხაზურ სტანდარტზე გადაყვანის ამოცანა დგას.

 

მისი თქმით, ამ სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, სასწავლო მასალები კი საქართველოს განათლების დეპარტამენტის გამოცემულია.

 

“საქართველოს განათლების დეპარტამენტის მიერ გამოშვებული სახელმძღვანელოები გარკვეული იდეოლოგიური გადახრის მატარებელია და არა მხოლოდ საზიანოა აფხაზეთში მცხოვრებთათვის, საშიშია მთლიანად სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა გვარამიამ.

 

მისივე თქმით, ცნობილია ფაქტები იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბევრი მასწავლებელი საქართველოშიც იღებს ხელფასს.
 

“ეს მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკაზე. შესაბამისად, ეს პოლიტიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა დასრულდეს. ამ პოლიტიკის დასასრულებლად აუცილებელია ქართული საგანმანათლებლო პროგრამის შეჩერება. ბუნებრივია, ისინი, ვინც ამ პროგრამას სწავლობდნენ, აფხაზეთში თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ და ბევრი მათგანი უმაღლეს განათლებას საქართველოში იღებს”.

 

მისი თქმით, დასახული ამოცანა მარტივი არ არის.

 

“მთავარი არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ მომზადნენ პედაგოგები, რომელთა დიდი ნაწილი რუსულ ენას საერთოდ არ ფლობს და მთავარი აქცენტი გაკეთდეს დაწყებით კლასებზე, თუმცა აფხაზური სწავლების სტანდარტებზე ყველა მოსწავლე გადავა”. 


დიმიტრი გვარამია; ფოტო: sputnik
დიმიტრი გვარამია; ფოტო: sputnik

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი