ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა მომვლელი დაგლიჯა

26 მაისი, 2015 • • 2845
თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა მომვლელი დაგლიჯა

გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკში მომვლელების ცხოველებთან ურთიერთობების თვალსაზრისით უსაფრთხოების ზომები არსებობს, თუმცა შესაძლებელია მათი დარღვევაც, როდესაც ცხოველთან ახლო დისტანციაზე მისვლა ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამ გამოიწვია ინციდენტი, გურიელიძის თქმით, ჯერ უცნობია.

ვეფხვი/თბილისის ზოოპარკის ფოტო
ვეფხვი/თბილისის ზოოპარკის ფოტო

UPDATE: მომხდარზე ზოოპარკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 26 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამჟამად საოპერაციოში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ცხოველების გაღიზიანება, შეუძლებელია. ქალბატონი გულიკო 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა დღევანდელი ინციდენტი”.


UPDATE: თბილისის ზოოპარკის ცნობით, მთავარ ძიძა მომვლელს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ვერ მოხერხდა ხელის შენარჩუნება და საჭირო გახდა მისი ამპუტაცია:


ბოლო მონაცემებით ამგვარი ვითარებაა: ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სერიოზული დაზიანებებია ტანის არეშიც. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ეტაპზე ყველა აუცილებელი პროცედურა ჩატარებულია. პაციენტს უტარდება მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტებით. იმედია ღამე მშვიდობიანად ჩაივლის და დილას უკეთესობა იქნება. დიდ მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის!”

UPDATE: თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, გულიკო ჭიტაძე გონს გუშინ მოვიდა და დღეს უკვე პალატაში გამოწერეს. უკანასკნელი ცნობით, ზოოპარკის ძიძა-მომვლელის მდგომარეობა სტაბილურია:

ჩვენი გულიკო უკეთაა. გონს გუშინ მოვიდა და დღეს უკვე პალატაში გამოწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჭრილობებს უ…

Posted by თბილისის ზოოპარკი on Thursday, May 28, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი