ახალი ამბები

ზურაბ ადეიშვილი: პოლიტიკოსები არ უნდა გიყვარდეს

18 მაისი, 2015 • • 1469
ზურაბ ადეიშვილი: პოლიტიკოსები არ უნდა გიყვარდეს

“მე ვიყავი ავტორი ახალი ადმინისტრაციული კოდექსისა და კანონის ინფორმაციის შესახებ საქართველოში, რომლითაც ხელისუფლება ვალდებული იყო გაემჟღავნებინა ის მონაცემები, რომელიც დიდხანს იყო დახურული საზოგადოებისთვის. როცა მე უშიშროების მინისტრი ვიყავი, ჩვენ დავასრულეთ აჭარაში სეპარატისტული განწყობები. ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. მაშინ აჭარის საქართველოსთვის წართმევა უნდოდათ, როგორც უკრაინას წაართვეს ყირიმი. როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი  და იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალურიდან ქვეყანა ყველაზე უსაფრთხოდ გადავაქციეთ”, – ამბობს ადეიშვილი.


რაც შეეხება შეკითხვას, უყვართ თუ არა ამჟამად ადამიანებს ადეიშვილი საქართველოში, იგი ამბობს:

 

“მე არ შემიძლია გითხრათ, ახლა საქართველოში ვუყვარვარ თუ არა ადამიანებს. პოლიტიკოსები საერთოდ არ უნდა გიყვარდეს. მთავარია, რას დატოვებენ ისინი. ჩვენი მთავარი მემკვიდრეობა არის ის, რომ საქართველო არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და საქართველოში საზოგადოებრივი მომსახურების ყველაზე თანამედროვე ცენტრებია”, – აცხადებს ადეიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი