ეკონომიკა

ეროვნული ბანკის კურსით 13 მაისს ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა

13 მაისი, 2015 • • 1047
ეროვნული ბანკის კურსით 13 მაისს ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა

12 მაისს სების მიერ დადგენილ კურსთან შედარებით ლარი აშშ დოლართან კიდევ 0.0188 პუნქტით, ხოლო ევროსთან 0.0373 პუნქტით გაუფასურდა. 

 

კომერციულ ბანკებში და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარი 2,38 ლარი ღირს. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი