ახალი ამბები

სერგეენკომ შუახევის საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა

13 მაისი, 2015 • • 1144
სერგეენკომ შუახევის საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა

შუახევში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლის თქმით, დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს, მაგრამ რეანიმობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში(ბოლო ერთი კვირაა შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება. ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოს ქირურგი აღარ ჰყავს). 

 

“აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი გამოკვეთილი. მაგალითად, კლინიკის მართვის კომპანიას ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ გადაუდებელი მდგომარეობის დროს მათვე უზრუნველეყოთ პაციენტების გადაყვანა უფრო მაღალი დონის კლინიკაში. ეს არ განხორციელდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. 

 

მინისტრის განმარტებითვე, საუბარი იმის შესახებ, არსებობს თუ არა პაციენტების გარდაცვალებასა და დარღვევებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ჯერ არ შეუძლია.

 

“ჩვენ კვირის ბოლოს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გვექნება, სადაც დარგის ექსპერტები იმსჯელებენ ამაზე და უკვე გვექნება სრული სურათი. იმედს გამოვთქვამ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს იმ ხარვეზზს, რამაც პაციენტების ჯანმრთელობის რისკი გაზარდა”, – ამბობს სერგეენკო. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი