ეკონომიკა

EBRD-ის პრეზიდენტი: ჩვენ ვართ უდიდესი ინვესტორი საქართველოში

12 მაისი, 2015 • • 1169
EBRD-ის პრეზიდენტი: ჩვენ ვართ უდიდესი ინვესტორი საქართველოში

ეს განცხადება მან დღეს, მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინიტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა: 

 

“ჩვენი მიზანია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ეს კურსი დაახლოებით 20 წელია ძალაშია. 22 წლის განმავლობაში საქართველოში 2,6 მილარდი ევროს ინვესტიცია მოვახდინეთ დაახლოებით 180 ინდივიდუალურ პროექტში. ეს გახლავთ უმაღლესი, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ინვესტიცია, ნებისმიერი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისთვის. 2013 წელი გახლდათ სარეკორდი წელი, საქართველოში 232 მლნ ევრო ჩავდეთ, დადავაფინანსეთ 13 პროექტი. ჩვენ ვართ უდიდესი ინვესტორი და გვაქვს ვალდებულება კიდევ უფორ მეტი გავაკეთოთ შემდეგ წლებში. 2014 წელი იყო საგარეო ინვესტიციების შემცირების წელი და ჩვენ გვინდა შევცვალოთ საქართველოში არსებული საინვესტიციიო პერსპექტივები. ყველა ჩართული წევრის მონაწილეობით ჩვენ გვჭირდება ინვესტორთა საბჭო, ჩვენი პარტნიორებისთვის, კერძო სექტორისთვის. ინვესტორთა საბჭო არის უმთავრესი პლატფორმა, სადაც მოხდება დიალოგი კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. საქართველო არნიშნული ინიციატივით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს შემდგომი გაუმჯობესებისკენ და კერძო სექტორის განვითერბის თვალსაზრისით. აღნიშნული ინიციატივები გაამარტივებს დილოგს ბიზნესსაზოგადოებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, იმ პერსპექტივით, რომ გაუმჯობესდეს გარემო, საინვესტიციო მიმართულებები, რათა შემდგომში ბიძგი მიეცეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.”

 

სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, მისთვის დიდ პატივია საქართველოში ყოფნა:

 

“იმისთვის, რომ ჩვენი წილი შევიტანოთ რეფორმების დაჩქარებაში, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდეს მიმზიდველი საინვესტიციოდ, დღეს შევხვდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ თბილისში EBRD-ის კონფერენციას.  ჩვენ ვიყავით და დავრჩებით საქართველოში, რადგან გავიდეთ რეფორმების უფრო მაღალ დონეზე, რომელიც გამოხატავს იმ მიღწევებს, რაც უკვე დადგა, რაც აისახება ცხოვრების დონეზე. ჩვენ განვიხილავთ, როგორ უნდა გავაფართოვოთ ის ვალდებულებები და როგორ დავუპირისპირდეთ გამოწვევებს, რომლებიც დგას რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თემები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, გეოპოლიტიკური დაძაბული სიტუაცია. ვეცდებით დაუყოვნებლივ მივმართოთ ამ საკითხებს და ასევე ვიმუშაოვოთ პერპექტივაზე, რათა შევქმნათ ჯანსაღი, ძლიერი და განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენი აზრით, თბილისი საუკეთესო ადგილია, სადაც ასეთი გადაწვეტილება უნდა იყოს მიღებული.”  

 

14-15 მაისს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი იმართება, რომლის ორგანიზებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი