ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

11 მაისი, 2015 • • 913
გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას  და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინს.

 

“გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს. გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ რაც მოხდა უკრაინაში, გარკვეულწილად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას”,- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს.

 

გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი