ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ჩვენ ყველანი ერთ ოჯახს ვეკუთვნით

8 მაისი, 2015 • • 928
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ჩვენ ყველანი ერთ ოჯახს ვეკუთვნით

გამოსვლის დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა იმ გამომწვევებზეც ისაუბრა, რომელიც ევროპის ქვეყნებში არსებობს.

 

“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება სიძულვილისა და არატოლერანტობის გამოვლინებები. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა სიძულვილს და არატოლერანტობას. ევროსაბჭო იმისთვის იყო შექმნილი, რომ გადავლახოთ ეს წინააღმდეგობები. გუშინ მე ადმინისტრაციული საზღვრის პირას ვიმყოფებოდი, სადაც საკუთარი თვალით ვნახე ახალი ბარიერები. ეს მიუღებელია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველაზე მნიშნველოვანია ჩვენთვის. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმ ახალი ბარიერების დემონატაჟი, რომელსაც ვხედავთ თქვენი ქვეყნის გარშემო. ჩვენ ამას ერთად შევძლებთ“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი