ახალი ამბები

გამარჯვებული გუნდი საქართველოდან კანში Young Lions-ის დიზაინის კონკურსზე მოხვდა

7 მაისი, 2015 • • 1096
გამარჯვებული გუნდი საქართველოდან კანში Young Lions-ის დიზაინის კონკურსზე მოხვდა

საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული გუნდი სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენლებმა, ჟიურის პრეზიდენტმა გია ბოხუამ და კანის ფესტივალიდან მოწვეულმა ჟიურიმ [Patrick Collister – Head of Design at Google, Laura Jordan Bambach – President at D&AD] გამოავლინეს. 

 

კონკურსში საქართველოში მოქმედი 14 საკომუნიკაციო სააგენტოდან 18 გუნდი მონაწილეობდა.

 

რაც შეეხება გამარჯვებული გუნდის შერჩევის საკითხს, მონაწილეებმა მიიღეს ბრიფი – დედამიწის ბრენდინგი. მონაწილე გუნდებს სამუშაოდ 24 საათი ჰქონდათ. 




ანალოგიური ფორმატის [მოცემული დავალების 24 საათში შესრულება] კონკურსი 21 ივნისს საფრანგეთში, კანში გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გუნდი მონაწილეობას მიიღებს.

 

გამარჯვებული გუნდის წევრის, დიმიტრი ვაჩნაძის თქმით, კონკურსში გამარჯვება და ფესტივალზე მონაწილეობა საქართველოს სახელით, მისთვის საპასუხისმგებლოა. 

 

“აღნიშნულ ფესტივალს კანში აქამდეც დავსწრებივარ, ოღონდ არა მონაწილის როლში. ახლა კი ქვეყნის სახელით მოგვიწევს კონკურსში მონაწილეობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლო, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში გამარჯვებული გუნდის წევრი, დიმიტრი ვაჩნაძე. 

 

დიმიტრი ვაჩნაძე და გუნდის მეორე წევრი, ზაქარია მეტრეველი კომპანია Windfor’s-ის წარმომადგენლები არიან და სარეკლამო სფეროში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი