ახალი ამბები

2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას 12 მაისს მიიღებს

6 მაისი, 2015 • • 1380
2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას 12 მაისს მიიღებს

საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” მომჩივანი მხარე არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” და  საქართველოს 14 მოქალაქეა.

 

საქმე უკავშირდება 2012 წლის 17 მაისს  თბილისში გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციას, რის ფარგლებში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე (IDAHO) უნდა აღენიშნათ.  დემონასტრაციის ორგანიზტორი “იდენტობა” იყო და მასში 30 ადამიანი მონაწილეობდა. ღონისძიების დროს იმართებოდა კონტრაქცია რელიგიური ჯგუფების მონაწილეობით, რომლებიც ემუქრებოდნენ IDAHO-ს აღსანიშნავად გამოსულ ადამიანებს.  ისინი თავს დაესხნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს, რამდენიმე მათგანი დაშავდა კიდეც. განმცხადებლების თქმით, პოლიცია პასიური იყო ძალადობის წინააღმდეგ. მეტიც, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დროებით დააკავა და საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვა. მოგვიანებით მთავრობამ განმარტა, რომ ეს დემონსტრანტების უსაფრთხოებისთვის გააკეთა.

2012 წლის 17 მაისის შემდეგ, 2012 წლის ივლისში “იდენტობამ” და 13-მა მოქალაქემ  რამდენიმე საჩივარი შეიტანეს საგამოძიებო სტრუქტურებში. ისინი მომხდარის გამოძიებას მოითხოვნდნენ იმ პირების მისამართით, რომლებიც მათ თავს დაესხნენ და დისკრიმინაციულად მოექცნენ, ასევე, პოლიციელების მიმართ, რომლებმაც ისინი ვერ დაიცვეს.

ევროსასამართლომდე, ორგანიზაცია  “იდენტობამ”  2012 წლის 17 მაისის მოვლენების გამოსაძიებლად მაშინდელ შსს მინისტრს, ვანო მერაბიშვილსაც მიმართა, თუმცა პროკურატურისგან მიღებულ პასუხში ნათქვამი იყო, რომ გამოძიება არ ჩატარდება, ვინაიდან დასჯილია 4 პიროვნება 100-100 ლარიანი ჯარიმით. სწორედ აღნიშნული პასუხის შემდეგ გაეგზავნა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

 

თბილისში ლგბტ აქტივისტების სცემეს
თბილისში ლგბტ აქტივისტების სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი