ახალი ამბები

Reuters: საქართველო და უკრაინა რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებენ

6 მაისი, 2015 • • 1073
Reuters: საქართველო და უკრაინა რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებენ

სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის პაქტს გააფორმებს:

“ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერის დემონსტრირების მიუხედავად, სამიტის დეკლარაციის პროექტის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება რიგაში, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, საქართველოსა და მოლდოვას ცოტას შეთავაზებს. ევოკავშირის მთავრობა ამცირებს მის ამბიციებს კრემლისგან წამოსული პროვოკაციების საფრთხის გამო. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გასულ წელს მოაწერეს ხელი, ქვეყნებს ევროკავშირის წევრობა სურთ,  თუმცა დეკლარაციის პროექტში მათი მისწრაფების შესახებ ნათქვამი არაფერია. ამის ნაცვლად, დეკლრაციის პროექტი ამბობს, რომ არც საქართველო და არც უკრაინა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას დაუყოვნებლივ ვერ მიიღებენ, როგორც ამას კიევი და თბილისი იმედოვნებდნენ. პროექტში წერია, რომ მათ ჭირდებათ რიგი რეფორმების გატარება, რომ ის შეთანხმება მიიღონ, რაც მოლდოვასთან გაფორმდა”,- ნათქვამია სტატიაში.

 

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ მიიღებს. საქართველოს სამიტზე პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

მასალების გადაბეჭდვის წესი