ახალი ამბები

თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

6 მაისი, 2015 • • 1087
თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

მათი სახელებია – აბდ ალ რაჰმან მუსტაფა ალ ქდული, აბუ მუჰამედ ალ ადნანი, თარხან ბათირაშვილი და თარიქ ბინ ალ თაჰარ ბინ ალ ფალიჰ ალ ჰარზი.

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 7 მილიონ დოლარს პირდება მას, ვინც ქადულის შესახებ ინფორმაციას ფლობს, სწორედ ის ითვლება”ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ლიდერად. დეპარტამენტი 5 მილიონ დოლარს გაიღებს ადნანისა და ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციისთვის და 3 მილიონს- ჰარზისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ადნანი “ისლამური სახელმწიფოს” სპიკერია, ბათირაშვილი  საველე მეთაურია ჩრდილოეთ სირიაში. 2013 წელს იგი ისლამური სახელმწიფოს მეთაური გახდა სირიაში, ალეპოს, ალ რაქისა, ლატაკიას და ჩრდილო იდლიბის ნაწილებში. ჰარზი კი ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელ ტერორისეტებს ხელმძღვანელობს.


მეთურობის გარდა, ბათირაშვილი ზედამხედველობს “ისლამური სახელმწიფოს” ციხეს, სადაც მათ, სავარაუდოდ, მძევლები  ჰყავთ. ბათირაშვილს ასევე “ისალმური სახელმწიფოს” ფინანსური საკითხები ეხება.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ “ისლამური სახელმწიფო” პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე, ადამინებზე სექსუალურ ძალადობაზე და ბავშვების მკვლელობაზე.

ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო დეპარტამენტს დაუწესებია, იყო 25 მილიონი დოლარი, რომელიც აიმან ალ ზავაჰირისთვის დააწესა, სწორედ იგი დასახელდა ალ ქაედას ლიდერად 2011 წელს ოსამა ბინ ლადნის სიკვდილის შემდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი