ახალი ამბები

ხიდაშელი: იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში

4 მაისი, 2015 • • 991
ხიდაშელი: იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში

“რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი იმიტომ, რომ ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ჯარისკაცის ფორმაში, ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში, მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ”, – განაცხადა ხიდაშელმა.


მისივე თქმით, მისი ერთ-ერთი ამოცანა არის ის, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოში დაწყებული პროცესი – თავდაცვის უწყების და გენერალური შტაბის, ანუ სამხედრო და სამოქალაქო ნაწილის გაყოფის პროცესი ბოლომდე მივიდეს.


“დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს, იცით თქვენ, პარლამენტში და, მე ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გადავიდეთ რეალურად იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს”, – განაცხადა ხიდაშელმა.


შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი დღეიდან შეუდგა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობას, თუმცა იგი ამ დრომდე ინარჩუნებს პარლამენტის წევრის სტატუსსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი