ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებები გამოსცა

1 მაისი, 2015 • • 868
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებები გამოსცა

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დანიშნა მინდია ჯანელიძე. იგი ამ თანამდებობას ადრეც იკავებდა, სანამ თავდაცვის მინისტრი გახდებოდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა  თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის ყოფილი მინისტრების პირველ მოადგილეებს და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუჩერა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 1 მაისს გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დასაკავებლად რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა წარმოადგინა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანს ტარიელ ხეჩიკაშვილი შეცვლის, რომელიც საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” დამფუძნებელია, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ხდება.

 

პროცედურულად ღარიბაშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს მიმართავს. ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის დასრულებას დაჩქარებული ტემპით ითხოვს და განაცხადა, რომ მზად არის, პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს, თუმცა პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით გადადო

მასალების გადაბეჭდვის წესი