ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ტაქსის მძღოლების გაფიცვა განახლდა

1 მაისი, 2015 • • 1347
ერევანში ტაქსის მძღოლების გაფიცვა განახლდა

ტაქსის მძღოლები ეწინააღმდეგებიან 1 მარტიდან ძალაში შესულ კანონს კერძო ტაქსების ლიცენზირების შესახებ.

 

“ჩვენ ვერ შევძლებთ 5 ათასი დრამის [დაახლოებით 10 აშშ დოლარი] ოდენობის ჯარიმის გადახდას ან ლიცენზიის ყიდვას. ამ შემთხვევაში მოგვიწევს მხოლოდ ჯარიმებისთვის ვიმუშაოთ ან მხოლოდ ლიცენზიის ყიდვის ფული გამოვიმუშაოთ”, – განუცხადა კავკაზსკი უზელს აქციის მონაწილე მძღოლმა. 

 

მძღოლების განცხადებით, ხელისუფლება მათ არაერთხელ შეპირდა, რომ პრობლემის მოგვარების ვარიანტებს განიხილავდა, თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე ნაბიჯები არ გადადგმულა.

 

პირველი აქცია მძღოლებმა 2 მარტს გამართეს, თუმცა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით აქციები დროებით შეაჩერეს. 


ტაქსი ერევანში; ფოტო: taxiyerevan.com
ტაქსი ერევანში; ფოტო: taxiyerevan.com


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი