ახალი ამბები

ანონსი 1 მაისი

30 აპრილი, 2015 • • 1661
ანონსი 1 მაისი

11:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება.


11:30 –  სტუდია რეპორტიორში ბრფინგზე, კოალიცია “ერთსულოვნების” თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე
წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად მომზადებულ, 2015-2018 წლების განმავლობაში განსახორციელებელ 67 პუნქტიან, სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა სტრატეგიულ გეგმას. 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვალერი გელბახიანი, სამთავრობო ცვლილებებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, სამთავრობო ცვლილებებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00  -ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ პროექტ „განავითარე ბიზნესის“ შუალედურ შედეგებს შეაჯამებს.


12:00 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: სამთავრობო ცვლილებები

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ნიკა ლალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: სამთავრობო ცვლილებები და ჯავახეთსა და პანკისში შექმნილი მდგომარეობა

 

15:00 – კახეთში, ლოპოტას ხეობაში მსოფლიო რბენა გაიმართება.

 

16:00 – მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მიმართულებით სტუდენტთა მსვლელობა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი