ახალი ამბები

რომან გოცირიძე ამბობს, რომ 2030-ის კონფერენციაზე ივანიშვილმა შენიშვნა მისცა

30 აპრილი, 2015 • • 1109
რომან გოცირიძე ამბობს, რომ 2030-ის კონფერენციაზე ივანიშვილმა შენიშვნა მისცა

“ივანიშვილმა, როცა ის კონფერენციას ტოვებდა, მითხრა, რომ პოლიტიკური კონტექსტი ნაკლებად უნდა ჰქონდეს თქვენს საუბარსო. მინდა ვთქვა, რომ ჩემი საუბრის 99,9 პროცენტი არის ეკონომიკური, ხოლო 0,1 პროცენტი შეიძლება აშშ-ის ცენტრლაური ბანკის პრეზიდენტსაც გაეპაროს პოლიტიკური”.

 

რომან გოცირიძის განცხადებით, ის ტოვებს კონფერენციას და საშუალებას აძლევს ექსპერტებს, რომ უფრო თამამად გააკრიტიკონ ექსპერტებმა მისი მოსაზრებები:

 

“მოვუმისნე კონკფერენციის პირველ ნაწილს და ვტოვებ მას, რათა ახალგაზრდებს მივცე დამოუკიდებლობა, რომ უფრო თამამად ჰქონდეთ კამათის საშუალება. როგორც 2030-ში მიტევენ ხოლმე, ახლაც შეუძლიათ ისე გაილაღონ, რათა “პატარებმა” უფრო ღიად ისაუბრონ პრობლემების შესახებ. ვტოვებ კონფერენციას და წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა გოცირიძემ.


სასტუმრო თბილისი-მარიოტში საზოგადოება 2030-ის ორგანიზებით ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს დარგის სპეციალისტებისა და ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა და მალევე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი