ეკონომიკა

„მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“ ეკონომიკურ კონფერენციას გამართავს

29 აპრილი, 2015 • • 1052
„მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“ ეკონომიკურ კონფერენციას გამართავს

კონფერენციას ორგანიზაციების – „მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“- დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახსნის.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების და უნივერსიტეტების 70-მდე წარმომადგენელი.


ღონისძიებაზე გაკეთდება მოხსენებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებზე, რომლებსაც „საზოგადოება 2030“-ის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები წარადგენენ.


კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი მნიშველოვანი საკითხები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსი, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები და პრიორიტეტები, საწარმოო ჰაბის პროექტი, სავალუტო ბაზარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.


კონფერენცია 17:00 საათზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი