საზოგადოება

თბილისში ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

21 აპრილი, 2015 • • 1283
თბილისში ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

თბილისის მერიის ცნობით, ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმში, ამოწევასა და ძალისმიერ ორჭიდში, ეკიპირებულ და არაეკიპირებულ დივიზიონში მოეწყობა.


“ჩემპიონატთან დაკავშირებით დღეს ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე დაესწრო. პროექტს თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის ეროვნული ალიანსი ახორციელებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 25-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, ასევე 10 საერთაშორისო და სერტიფიცირებული მსაჯი მიიღებს. სპორტის აღნიშნულ სახეობაში შეჯიბრი საქართველოში პირველად იმართება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი