ახალი ამბები

პუტინის მხარდამჭერი ბაიკერები ბერლინამდე მარშისთვის ემზადებიან

17 აპრილი, 2015 • • 1458
პუტინის მხარდამჭერი ბაიკერები ბერლინამდე მარშისთვის ემზადებიან

ჯგუფი, რომლის სახელია “ღამის მგლები”, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები არიან.  ისინი აცხადებენ, რომ მარში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70 წლისთავს ეძღვნება.  ეს თარიღი კი რუსეთში 9 მაისს აღინიშნება. ბაიკერები სტარტის აღებას რუსეთიდან 25 აპრილს აპირებენ და ბელარუსის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და ავსტრიის გავლით 9 მაისს ბერლინში გეგმავენ ჩასვლას.

მოგზაურობის ფარგლებში ბაიკერების ჯგუფს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ადგილის მონახულება, მათ შორის ოსვენციმის ბანაკის, თუმცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაცმა განაცხადა, რომ დაგეგმილი მარში “პროვოკაციაა” და შესაძლოა პოლონელმა მესაზღვრეებმა ბაიკერები ქვეყანაში არ შეუშვან.

 

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ზალდასტანოვი
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ზალდასტანოვი

ბაიკერების ჯგუფი და მისი ლიდერი ალექსანდერ ზალდოსტანოვი რუსეთის პოლიტიკას უკრაინაში მხარს უჭერენ.  ზალდოსტანოვი სევასტოპოლიდანაა და მან არაერთხელ განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების საკითხით გახარებულია.  ყირიმის ანექსიის დროს ბაიკერებმა დიდი შოუც მოაწყვეს. ზლდოსტანოვმა ასევე დააფუძნა მოძრაობა “ანტი-მაიდანი”.

გარდიანი წერს, რომ ცნობილი არ არის, აქვთ თუ არა ბაიკერებს ვიზა. ის ქვეყნები, რომლებშიც ბაიკერები ჩასვლას აპირებენ, შენგენის ზონას ეკუთვნის, მაგრამ პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ვიზის საკითხზე არ მიუმართავთ. იგივეს ამბობს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრიც.

 

აღნიშნული ჯგუფი საქართველოშიც იმყოფებოდა 2013 წლის ოქტომბერში. პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორე შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი