ახალი ამბები

თიბისი ბანკის ოფიციალური განცხადება

7 აპრილი, 2015 • • 952
თიბისი ბანკის ოფიციალური განცხადება

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენლებს არ ჰქონიათ კონტაქტი პოლიციელების მკვლელობაში ეჭვიმატილ შალვა აბულაძესთან და საერთოდ არ იცნობენ მას. უფრო მეტიც – რამდენიმე წელია მამუკა ხაზარაძე აღარ არის კომპანია „ბორჯომის“ აქციონერი და არ მონაწილეობს მის მართვაში. ამიტომ გაუგებარია ამ კრიმინალის მიერ ორგანიზებული აქცია ბორჯომში რატომ იქნა დაკავშირებული მამუკა ხაზარაძესთან.


შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით გაზეთ „ასავალ-დასავალს“ დმის „ჟურნალისტებს უკვე დაეკისრათ საკუთარ გაზეთში გამოქვეყნებული ცრუ-ბრალდებების უარყოფა.  ამის ნაცვლად ისინი კვლავ აქტიურად განაგრძობენ პროვოკატორულ ცილისწამებას!


ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს ბანკის, მისი დამფუძნებლების და თანამშრომლების დისკრედიტაციას! ასევე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე კრიმინალთან თავისი ახლო კავშირით რეალურად ახალ სამიზნეს უქმნის მკვლელობაში ეჭვმიტანილ და ძებნილ პირს. ეს აღმაშფოთებელი და საგანგაშო ფაქტია!


მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს გამოიძიონ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის და კრიმინალური წარსულის მქონე პირების კავშირი, რათა წერტილი დაესვას ასეთ განუკითხაობას და დაუსჯელობას!

მასალების გადაბეჭდვის წესი