ახალი ამბები

TI-მ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გახსნილი საწარმოები დაათვალიერა

3 აპრილი, 2015 • • 1231
TI-მ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გახსნილი საწარმოები დაათვალიერა

ღარიბაშვილის თქმით, გაიხსნა 105 ახალი და გაფართოვდა 580 ძველი საწარმო. მან ასევე განაცხადა, რომ მისი სიტყვების დასადასტურებლად ჟურნალისტებისთვის 15 აპრილიდან მედიატურები მოეწყობა. “საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოში” აცხადებენ, რომ ისინი 2014 წლის ოქტომბერში ესტუმრნენ აჭარის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში გახსნილ 25-მდე საწარმოს.

 

“ჩვენ მიერ ადგილების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამი საწარმო შენების პროცესში იყო; 9 მათგანი ინდმეწარმე იყო; 9 მათგანი სასათბურე მეურნეობას წარმოადგენდა; ტყაჩირში (წყალტუბო) მდებარე სასათბურე მეურნეობის პატრონმა ი/მ. მამუკა ვაჩიბერიძემ გვითხრა, რომ მას არანაირი აგროკრედიტი არ მიუღია და ბიზნესს საკუთარი სახსრებით აწარმოებდა; შპს „ბათ გლასი“, რომელიც მდებარეობს ბათუმში (ურეხის დასახლებაში), აწარმოებდა სამშენებლო მასალების იმპორტს, ასევე ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს და მსგავს სამშენებლო მასალებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან კავშირი ქარხნის დირექტორის მამამ არ დაგვიდასტურა“, – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობაში”.

 

საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს პროექტებს, „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევენ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელთა ფარგლებშიც, ხელისუფლების მტკიცებით, მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით განახლდა ათეულობით ძველი და გაიხსნა100 ახალი საწარმო.


საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებული ფოტოსურათები და ინფორმაცია მათ მიერ გადამოწმებული საწარმოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი