ახალი ამბები

5 წლის ასაკის ბავშვებს განათლების სამინისტრო წინასასკოლო მზაობის პროგრამებს სთავაზობს

26 მარტი, 2015 • • 1067
5 წლის ასაკის ბავშვებს განათლების სამინისტრო წინასასკოლო მზაობის პროგრამებს სთავაზობს

ინიციატივის შესახებ დღეს, 26 მარტს განათლების მინისტრმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროგრამები 5 წლის ასაკში ბავშვების სკოლაში შეყვანის საკანონმდებლო ინიციატივის პასუხია.

 

“როგორც იქნა, საქართველოში ინერგება წინასასკოლო მზაობის პროგრამები. ეს არის საჭირო, ეს გახდება აუცილებელი მომავალში და ამით ჩვენ სასკოლო მზაობის ხარისხს ნამდვილად ავწევთ. ჩვენს მოსწავლეებსაც სკოლაში უკეთესი შედეგები ექნებათ. ამ ეტაპზე ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ წინასასკოლო მზაობის პროგრამები განხორციელდეს ნაწილობრივ ბაღების, ნაწილობრივ სკოლების ბაზებზე. ამიტომ ვერანაირი საჭიროებას ვერ ვხედავ, თუნდაც ერთკვირიანი, ორთვიანი ან სამთვიანი გამონაკლისების დაწესებისა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

 

მისივე განცხადებით, დეპუტატები, რომლებმაც განიხილეს 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანის კანონპროექტი და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს მას, საკითხს კარგად არ იცნობენ.

 

“არ ეკიდებიან ამ თემას საჭირო პასუხისმგებლობით. სხვა შემხთვევაში ასეთი ინიციატივა საერთოდ არ უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში. ვერც ერთი პარლამენტარი ვერ იქნება კომპეტენტური, რომ ამ საკითხზე არსებული კვლევების შედეგების ნამდვილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.” 


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წინასასკოლო მომზადება 7-თვიან პროგრამას [დღეში სამი საათი] მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი