ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში შეიძლება მოვუსმინო ტელევიზორში

26 მარტი, 2015 • • 1228
ღარიბაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში შეიძლება მოვუსმინო ტელევიზორში

“აბსოლუტურად არავითარი პრბლემა, არც გართულებული ურთიერთობა არ მაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილთან. პირიქით, მაქვს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ისეთი, როგორიც უნდა მქონდეს. ჩვენ გვაქვს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მუდმივად ცდილობენ დახატონ კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. გარწმუნებთ, რომ არავითარი კონფლიქტი ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს საზოგადოებრივი შეხვედრების ფარგლებში შეხვედრები, საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე შეხვედრები. ისეთი, როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში ურთიერთობები.

 

გასულ წელს ჩვენ გვქონდა მსჯელობა, უნდა იყოს თუ არა მთავრობა კოალიციის ფარგლებშიც. მაშინ ვთქვით, ვინაიდან გვაქვს ახალი რეალობა და ჩვენ ვერიდებით პომპეზურობას, ვთქვით, რომ არ იყო საჭირო მთავრობის წევრების დასწრება. მე ვფიქრობ, ამის დრამატიზება საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუსმენთ ყველაფერს, მეც მოვუსმენ აუცილებლად, მაგრამ არ არის საჭირო პარლამენტის შენობაში ვიყო, შეიძლება მოვუსმინო ტელევიზორით. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე და თუ ყველანი ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, ყველაფერი კარგად იქნება საქართველოში. ეს არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა”,– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში 31 მარტს შედგება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი