ახალი ამბები

“საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში” ფონდების მოძიების შესახებ ტრენინგი დაიწყო

25 მარტი, 2015 • • 967
“საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში” ფონდების მოძიების შესახებ ტრენინგი დაიწყო

ტრენინგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სრულად არის ადაპტირებული ქართულ სპეციფიკასთან. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ მოიძიონ ფონდები, გაწერონ კონცეფცია და შეადგინონ ბიუჯეტი. კურსი ითვალისწინებს საქართველოში ტრადიციული დონორების მოთხოვნებს, ასევე ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამკვიდრებულ ფორმებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. შემაჯამებელ დღეს ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღონ ტრენერისგან და განიხილონ რეალური საპროექტო განცხადება. ტრენინგზე რეგისტრაცის ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2015. 

 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს. უნიევერსიტეტის ტრენინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი