ახალი ამბები

თბილისში რელიგიათა შორის ომის დასრულების თემაზე შეხვედრა გაიმართა

25 მარტი, 2015 • 1011
თბილისში რელიგიათა შორის ომის დასრულების თემაზე შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL-მა უმასპინძლა, ორგანიზაციის სათავო ოფისი კორეაში მდებარეობს. შეხვედრაზე ისლამის, ბაპტისტური ეკლესიის, იუდაიზმის, სომხური მართლმადიდებლური ეკლესიისა და სახალხო დამცველის აპატარის წარმომადგენლებმა თითოეულ რელიგიას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრეს. 


არასამთავრობო ორგანიზაცია კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, ის მიზნად ომების დასრულებისა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობას ისახავს.

 

“კაცობრიობის ისტორიაში ომების 75-80% რელიგიის გამო მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის გაუგებრობები კონფლიქტებს იწვევს, ჩვენ შეგვიძლია დიალოგით ეს შევცვალოთ. მოდით, გავხსნათ ჩვენი გულები და გავარკვიოთ მშვიდობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება დრო, როდესაც თქვენ ყველანი ერთმანეთისგან ისწავლით,”- ამ სიტყვებით გახსნა შეხვედრა HWPL-ის დელეგაციის წარმომადგენელმა დებორა ოუმ.


 

“მშვიდობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც სირიისა და ერაყის მეზობელია. ვიმედოვნებ, რომ ეს სამშვიდობო მოძრაობა დააჩქარებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას სხვადასხვა რელიგიების გაგების კუთხით და არ დარჩება მხოლოდ პროექტად. სწორედ ამ მიზეზის გამო ვიღებ მონაწილეობას ამ შეხვედრაში,”- განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა

 

 
შეხვედრა დასრულდა მშვიდობის შეთანხმების ცერემონიალით, რომელის თანახმადაც, ყველა ომი უნდა დასრულდეს საქართველოსა და მსოფლიოში და მიუხედავად მშვიდობაზე არსებული რელიგიური შეზღუდვებისა, ყველა უნდა გაერთიანდეს.


 

მშვიდობის ოფისის შეხვედრა თბილისში. ფოტო - HWPL
მშვიდობის ოფისის შეხვედრა თბილისში. ფოტო – HWPL

მასალების გადაბეჭდვის წესი