ახალი ამბები

ანონსი: 24 მარტი [2015]

23 მარტი, 2015 • • 1559
ანონსი: 24 მარტი [2015]

 09:30 “დიდუბე პლაზა”-ში “სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ” და “გრანტის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროკავშირის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

10:00 სასტუმრო “რედისონში”, თბილისის მერიის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობები” გაიმართება.

 

10:00 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია გაიხსნება.
თემა: “საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში”.

 

10:00 სასტუმრო “ამბსადორში”, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით, მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

 

10:00 ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში “მტკიცე მხარდაჭერის” სამშვიდობო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონია გაიმართება.
მედიის წარმომადგენლები ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის შესასვლელთან 09:30 საათამდე უნდა მივიდნენ.

10:30 გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მძლეოსნობის ესტაფეტის ფინალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრებიან.

 

10:30 საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, უფლებადამცველები ალექსანდრე ახალკაცი და მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ხაშურში მდებარე ისტორიული ძეგლი – თავად ვაზირიშვილების სახლი, რომელსაც კულტურის სამინისტრო სტატუსს არ ანიჭებს, განათლების სამინისტრო კი მის დემონტაჟს ითხოვს.

11:00 საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე და “ქართული ოცნებიდან” გარიცხული აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემები: მთავრობის უნდობლობა; ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევა და ბრძოლა სასამართლოში; ავთო ბერიძის გადაყენების პროცედურები.

11:00 სახალხო დამცველი სასტუმრო “რედისონში” საჯარო დებატებს გამართავს.
თემა: “ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე: განხორციელება და მონიტორინგი”.

 

11:00 სასტუმროში “Radisson Blue Iveria”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” წარმოადგენს ანგარიშს “პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულება საქართველოში”, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზს ეყრდნობა.

11:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისია და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროგრამის ხელშეწყობით სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტ”-ში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გამართავს.

11:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: C ჰეპატიტის მკურნალობის მართვა. მინისტრთან ერთად ირაკლი იმნაიშვილი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე თუ როგორ უნდა დავამარცხოთ C ჰეპატიტი.

 

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი ანა კიკნაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის განკარგულებების ბათილად ცნობაზე უარი თქვა.
მის: იოსებიძის ქ. #57, I სართული.

 

11:00 თბილისში, საქართველოს პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, ოლემიკ ტომესენს შეხვდება.

 

11:00 “პირველ პრესკლუბში”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი და უფროსი ანალიტიკოსი მიშა კუკავა პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის უკვე მეოთხე მონაცემს აქვეყნებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

11:00 თბილისის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც თბილისის მერი დავით ნარმანიაა მიწვეული, თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

11:30 “პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

 

11:30 საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ორგანიზაცია “მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის დანიშვნა და სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, გლადის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, ანტიკორუფციული კომიტეტი ნაცმოძრაობისგან, მოლაპარაკება არასაპარლამენტო პარტიებთან.

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლები ირაკლი მამალაძე და ნინო ბურჭულაძე პრესკონფერენციას გამართავენ
თემა: კომიტეტის წევრების განცხადებით, კომპანია ღMG გოლდმა და კულტურის სამინისტრომ საყდრისის მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით პირობა დაარღვიეს და ცრუ დაპირებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

12:00 საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პროექტის “ბიზნეს ინკუბატორის” პრეზენტაცია გაიმართება.

12:00 თბილისში, პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზის წინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარე, ოლემიკ ტომესენი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

12:30 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარე
ოლემიკ ტომესენის შეხვდება.

12:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

 

13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: “ნაციონალური მოძრაობის გეგმები მთავრობის შეცვლასთან დაკავშიებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები”.

13:00 ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება დისკუსია: “რატომ გვყავს ასე ცოტა ქალი ლიდერები”.

 

13:00 ქუთაისის მერიის დარბაზში, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, რუსთავის მერი დავით ჯიქია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან და გამგებლებთან შეხვედრას გამართავენ.
თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და მუნიციპალიტეტების საჭიროებები.

13.00 “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ახალი კორუფციული ფაქტები ბორჯომში.

13:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურა აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან გუნავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: წამლების ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში – პროტესტი გრძელდება.

14.00 საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძისა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრები მონაწილეობას მიიღებენ ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ აქციაში – ,,სიცოცხლის ხე ტუბერკულოზის დასამარცხებლად”. მის.: მარუაშვილის ქ. #50, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

14:00 საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. #25

 

15:00 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიმართება.

 

15:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

16.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ანგარიშს მოისმენს.

17:00 ახალგაზრდული “მედია-კავშირის” ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მხატვარ გიგა არველაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, ასევე, ნაჩვენები იქნება მხატვრის მეუღლის, დიზაინერ მაკა ქავთარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმი, რომელშიც წამყვანი თემატიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შექმნილი მოდელებია.
მის.: წერეთელის 118, “ექსპო ჯორჯიის” #3 პავილიონი

 

18:00 ორგანიზაციის “კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრავალშვილიანი დედები” ორგანიზებით, მცხეთაში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე (ყოფილი სამხედრო ყაზარმა) გამწვანების აქცია მოეწყობა, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიიღებს მონაწილეობას.

19:00 საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენის შეხვდება.

24 მარტი
24 მარტი

მასალების გადაბეჭდვის წესი