ახალი ამბები

აქციაზე გიგა ბოკერიამ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე ისაუბრა

21 მარტი, 2015 • • 1139
აქციაზე გიგა ბოკერიამ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე ისაუბრა

“ყველას გაუჭირდა, მაგრამ ჩვენს შორის არიან ჯგუფები, რომლებსაც ამ საერთო გასაჭირის ფონზეც კი განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ, დღეს ერთ-ერთი ასეთი ჯგუფისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა. ეს არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დღე. აქ არიან ასეთი ოჯახები, ასეთი ბავშვები, ჩვენ გვერდზე, ისინი ჩვენ გვერდზე ცხოვრობენ და მე სიამოვნებით ვუერთდები მათ სიმბოლოს, ეს სიმბოლო არის ბავშვის წინდა. ჩვენი ვალია მათ ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან და ისინი თანასწორი ნაწილი არიან ჩვენი საზოგადოების. მათ ჩვენსავით აქვთ უფლება, ჰქონდეთ შანსი თავისუფლებისკენ სწრაფვის, მათი და ჩვენი მომავლისთვის უნდა დავამთავროთ კოლბიდან საქართველოს მართვა და მერე ავაშენოთ ჩვენი საერთო მომავალია”,-თქვა გიგა ბოკერიამ. 

 

21 მარტი  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოში მეოთხედ აღნიშნავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი