ახალი ამბები

“დანკინ დონატსი” მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს

21 მარტი, 2015 • • 2269
“დანკინ დონატსი” მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით „დანქინ დონატსის“ ამერიკელ კულინარებთან ერთად საქართველოში სამარხვო მენიუს შექმნაზე და დღეიდან მომხმარებლებს უკვე შეუძლია დააგემოვნოს 5 სახეობის სამარხვო კრუასან დონატი. როდესაც „დანკინ დონატსი“ რომელიმე ქვეყანაში ოპერირებას იწყებს, ის სრულყოფილად სწავლობს ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნურ, რელიგიურ თუ ტრადიციულ მოთხოვნებს და  ითვალისწინებს მათ ადგილობრივი მენიუს შექმნაში. შესაბამისად, ჩვენ სამარხვო კრუასან დონატების გარდა მომავალში სრულყოფილ სამარხვო მენიუს შევთავაზებთ მომხმარებელს სენდვიჩების, ბეიგელების თუ სხვა დესერტების სახით“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან, “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და კომპანიის განცხადებით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი