ახალი ამბები

გომელაური: 21 მარტის აქცია ჩაივლის წყნარად, ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს

17 მარტი, 2015 • • 1063
გომელაური: 21 მარტის აქცია ჩაივლის წყნარად, ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება,  რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს  ავტობუსი იქნება თუ მანქანები,  როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. კიდევ, მე წინაზეც აღვნიშნე, ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძროაბა აქციის გამართვას თბილისში გეგმავს. ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები ეკონომიკურ კრიზისს გააპროტესტებენ და საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მასალების გადაბეჭდვის წესი