ახალი ამბები

საპატრიარქოს წინასარვამარტო განცხადება

7 მარტი, 2015 • • 1204
საპატრიარქოს წინასარვამარტო განცხადება

“ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით უპირველეს წმინდანად აღიარებული. ქრისტიანული ოჯახიც განსაკუთრებულია. იგი მცირე ეკლესიად არის გამოცხადებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის სიმბოლოდაა წარმოჩენელი. ამდენად, ამ წიაღში რაიმე ძალადობა თავიდანვეა გამორიცხული”,-წერს საპატრიარქო.

 

იგი ასევე იმოწმებს პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ “ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმა – ქმარს”. და რომ  “ცოლი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. და ქმარი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი”.

 

საპატრიარქო თვლის, რომ მიუხედავად იმისა, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, იერარქიაც განაჩინა და იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა:

 

“ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა”- წერს საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში.

 

საპატრირქოს განცხადებით, ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ.

 

2009-2014 წლებში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილია 45 მკვლელობა, აქედან 19 მათგანი 2014 წლის 11 თვის მანძილზე დაფიქსირდა. ეს მონაცემები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიმა (IDFI) პროკურატურისგან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი