ახალი ამბები

შეზღუდვები გზებზე ამინდის გამო

5 მარტი, 2015 • 1099
შეზღუდვები გზებზე ამინდის გამო

უწყების ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა და, შესაბამისად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

 

 

გზის დანაჩენ მონაკვეთზე კი, როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

შეზღუდვებია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ( ჩუმათელეთი-ხუნევის) მონაკვეთზეც, სადაც გადაადგილება შეზღუდულია და აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი