ეკონომიკა

“საქართველოს ბანკი” აშშ დოლარში სესხებზე უპრეცედენტო შეთავაზებას აანონსებს

25 თებერვალი, 2015 • • 1985
“საქართველოს ბანკი” აშშ დოლარში სესხებზე უპრეცედენტო შეთავაზებას აანონსებს

“ნეტგაზეთს” “საქართველოს ბანკში” განუცხადეს, რომ ამ შეთავაზების შესახებ განაცხადს პრესკონფერენციაზე ბანკის გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური გააკეთებს. 

 

“სქართველოს ბანკმა” უპრეცედენტო შეთავაზების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან დღეს გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა. 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს სათაო ოფისში კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

 

“ერთი კვირის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინონ გეგმა, თუ რას განახორციელებენ იმისათვის, რომ მდგომაროება შეუმსუბუქდეთ იმ კლიენტებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავალს ლარში იღებენ” –  ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

“ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო ის, თუ როგორ შევუმსუბუქოთ [ლარის გაუფასურების გამო] ტვირთი მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც დოლარში აქვს სესხი აღებული და შემოსავალი ლარში. ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმები, რომელიც ასახავს, თუ რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან დაკავშირებით. [ბანკები] მაქსიმალურად მოქნილები უნდა იყვნენ. საუბარი არის სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, ან სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე იმისთვის, რომ ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს და შვება იგრძნონ იმ ადამაინებმა, რომელთაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში. ჩვენ კაგრად გვესმის, რომ ეს არ არის საკიხთის ფუნდამენტური მოგვარება, მაგრამ სანამ აღდგება სავალუტო შემოდინებები, ფუნადამენტური ფაქტორები გამოსწორდება და როდესაც ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე იქნება გარკვეული შვება ამ ადამიანებისთვის”, – განაცხადა ქადაგიძემ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი