ახალი ამბები

ხადური: სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ ვაპირებთ

23 თებერვალი, 2015 • • 1091
ხადური: სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ ვაპირებთ

“სავალუტო ფონდის მისიაა ჩამოსული. დღეს ჩვენთან ექნებათ შეხვედრა. ასევე ექნებათ შეხვედრა ეროვნლ ბანკში და ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის სამუშაო  შეხვედრა, რომლის დროსც განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე ეონომიკურ პროცესებს.”


ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა სავალუტო ფონდიდან სესხის აღებას არ აპირებს:


“ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირბთ, წინა კვირას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალურტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ სხვა დონორებისგან აგვეღო სსესხი. ეს არის კონკრეტულ ინფრასრტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები. ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუექტურული პროექტებისთვის შესაძლო დაფინანსება”. 


“სავალუტო ფონდიდან სესხის აღებას არ ვგეგმავთ. ჩვენ ბიუჯეტის დეფიციტს ვუთანხმებთ ფონდს. თანხის მოზიდვა მოხდება სხვა ინსტიტუტებისაგან” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი