ახალი ამბები

პირადი ფოტოების გასაჯაროების სანაცვლოდ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

23 თებერვალი, 2015 • 973
პირადი ფოტოების გასაჯაროების სანაცვლოდ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიების ცნობით, მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოგონილი სახელით შექმნა გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა ამავე სოციალური ქსელის მომხმარებელ ორ არასრულწლოვან გოგონას, როგორც ერთ-ერთი სამოდელო სტუდიის მენეჯერი, და შესთავაზა „ონლაინ კონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად მისთვის ფოტოსურათები გადაეგზავნათ.

 

“ბრალდებული დაჰპირდა გოგონებს, რომ შერჩევის შემთხვევაში, გარკვეული თანხის ანაზღაურების პირობით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას მიაღებინებდა. გოგონებმა მას საცურაო კოსტიუმში გადაღებული პირადი ფოტოები გაუგზავნეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა მათ 100-100 ლარის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში – ფოტოების გასაჯაროვებით დაემუქრა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბაჩანა ტ-ს 50 ლარი, ხოლო მეორემ 70 ლარი და „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი გადასცა,” – აცხადებენ შსს–ში.

პოლიციის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მიღებული ფულის ნაწილი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – მისი პირადი კომპიუტერი.გამოძიება გამოძალვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

სქრინი შსს–ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი