დოკუმენტის მიზანი, ოფიციალური ცნობით, “სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვრისთვის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაა”.
“შეთანხმებით განისაზღვრა სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის, რომელიც კავკასიის მთავარი ქედის მწვერვალებზე გადის. სახელმწიფო საზღვრის ხაზი გამოსახულია ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელიც შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს”, – აცხადებენ რუსეთში არსებულ სამხრეთ ოსეთის საელჩოში.
|
||