ახალი ამბები

თურქეთში პარლამენტარები ერთმანეთს ჩაქუჩით გაუსწორდნენ

18 თებერვალი, 2015 • • 1585
თურქეთში პარლამენტარები ერთმანეთს ჩაქუჩით გაუსწორდნენ

თურქული გამოცემის, todayszaman-ის ცნობით, სულ მცირე ხუთი პარლამენტარი დაზიანდა სამშაბათ საღამოს პარლამენტში დაწყებული ჩხუბის გამო.

მედიის ცნობით, ჩხუბის შედეგად პარლამენტარი მაჰმუთ ტანალი დაზარალდა, აიკუტ ერდოღლუს გულმკერდის არეში მოხვდა თავმჯდომარის ჩაქუჩი, დეპუტატი მუსა ჯემი გადაიყვანეს პარლამენტის ჰოსპიტალში, რადგან მან ჩხუბის დროს გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახეს რაფიკ ერიილმაზისთვის.

Daily Sabah-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელდა დეპუტატ ერთუღრულ კურკჩუს სურათი, სადაც აღბეჭდილია დეპუტატი შეხვეული თავით. მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრების თავდასხმა იყო “სასტიკი”.

მედიის ცნობით, დაპირისპირება დახურულ შეხვედრაზე მოხდა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტს უსაფრთხოების შესახებ შეეხებოდა, რაც ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

დაპირისპირება მმართველი, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” დეპუტატსა და ოპოციზიის, პროქურთული “დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელს შორის მოხდა. დაპირისპირების მიზეზი თავმჯდომარის გადაწვეტულება  იყო, მან ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

ქალი დეპუტატები “დემოკრატიული პარტიიდან”, პერვინ ბულდანი და სებაათ ტუნჩელი პროტესტის ნიშნად ტრიბუნასთან დადგნენ. ამის შემდეგ მმართველი პარტიის წევრების ნაწილი მათკენ დაიძრა, ოპოზიციის წევრებმა ხელის შეშლა სცადეს, რაც ჩხუბით დასრულდა.

ჩხუბი თურქეთის პარლამენტში. წყარო: Daily Sabah

მასალების გადაბეჭდვის წესი