ახალი ამბები

საგანელიძის თქმით, “ოცნება” პრეზიდენტისაგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომაროების 2-3 კანდიდატს ელოდა

17 თებერვალი, 2015 • • 1036
საგანელიძის თქმით, “ოცნება” პრეზიდენტისაგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომაროების 2-3 კანდიდატს ელოდა

“ჩვენი შეთავაზებული წინადადება იყო, რომ მის მიერ  დასახლებული ყოფილიყო 2-3 კანდიდატურა, რათა უმრავლესობას, კოალიციას ჰქონოდა საშუალება, მათ შორის საუკეთესო ამოერჩია, თუ ვის ექნებოდა მეტი მხარდაჭერა.


… ეს კანდიდატურა განხილული იქნებოდა კოალიციაში. შესაბამისად, მას ექნებოდა ინფორმაცია კოალიციის მოსაზრებების თაობაზე, რის შემდეგაც ალბათ უმჯობესი იქნებოდა, მას ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა და ოფიციალურად წარმოედგინა ეს კანდიდატი. სამწუხაროდ, ბატონმა პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო”, – განაცხადა საგანელიძემ.


რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, საგანელიძე აცხადებს, რომ კოალიცია უახლოეს ხანებში ამ საკითხზე იმსჯელებს.


პრეზიდენტი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესი ღია იყო და ყველამ იცოდა, ვინ იყვნენ დასახელებული კანდიდატები, საიდანაც მან მხოლოდ ერთი შეარჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი