ახალი ამბები

ენმ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

17 თებერვალი, 2015 • • 1150
ენმ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

“ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული კრიტერიუმები, ამიტომ ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა რატიანმა.


ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნებათ თავისუფალ-დემოკრატებსა და საპარლამენტო უმრავლესობას. ამ საპარლამენტო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დღეს დაასახელა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სიითი შემადგენლობის უმრვალესობით პარლამენტი ირჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვენეტაძემ მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ დროისთვის 87 დეპუტატი ერთიანდება.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი