ეკონომიკა

ბანკები ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს გაზრდიან

17 თებერვალი, 2015 • • 959
ბანკები ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს გაზრდიან

“იდეების გაცვლა და პროექტებისთვის არის მნიშვნელოვანი. ათამდე პროექტი დავაფინანსეთ და თანხობრივად 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ენერგეტიკა არის ერთ-ერთი სტრატეგიული სფერო და ჩვენი ბანკის მონაწილეობა აქტიურია. ენერგეტიკა არის მზარდი დარგი და, რამდენადაც ვიცი, ინტერესდებიან სხვა ბანკებიც”-აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.


 

ბანკების მიერ ენერგოსექტორში კაპიტალდაბანდებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს კომპანია “ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი. ბიზნესმენი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კომპანიამ საქართველოში 10 ჰიდროელექტოსადგურის პროექტი განახორციელა:


“10 ჰიდროელექტროსადგური დაკვეთით არის აშენებული. ნაწილი არის კომპანიის საკუთრება. 5 ჰესი არის ჩვენი ინვესტირებული: ხადორი 2-ის ჰიდროელექტროსადგური, შილდის ჰიდროელექტროსადგული, ლარსის, ყარსის და დარიალის ჰიდროელექტროსადგური. გარდა დარიალისა, ყველა დასრულებულია. დარიალი წელს დასრულდება. მისი სიმძლავრე 110 მეგავატია და 130 მლნ დოლარი საინვესტიცო ღირებულება. ყველა ამ პროექტში სერიოზული როლი აქვს “თიბისი ბანკს”. დარიალჰესი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა დააფონანსა. მანამდე ორი-სამი წელი “თიბისი ბანკის” რესურსს ვიყენებდით, რომელიც 60 მილიონი აშშ დოლარია.”

 

 

ენერგოსექტორის ინვესტირებაში ბანკების მონაწილეობის აუციელბლობაზე საუბრობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მისივე თქმით, ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია: 

 

“ჩვენი დარგი წინსვლის და განვითარების ფაზაში იმყოფება. კარგად გვესმის, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს ეკონომიკურად წინსვლა. აღსანიშნავია, რომ საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ჩვენი მდინარეები ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ჰიდროპოტენციალის მინიმუმია ათვისებული. საქართველოში დაახლოებით 25 000 მდინარეა, აქედან დაახლოებით 300 არის ენერგეტიკულად საინტერესო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა და დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გვექნება სრული სურათი. დაწყებული გვაქვს საქართველოში არსებული ყველა მდინარის ენერგეტიკულად შესწავლა და ოქტომბერში ეს რეპორტი იქნება წარმოდგენილი. ეს განაპირობებს სექტორში ინვესტორების მაქსიმალურად მოზიდვას”.

 
მისივე თქმით, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გონივრული გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკურად გამართლებული, მიზანშეწონილი და აუცილებელია: 

“დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ ყოველწლიურად, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში ვახორციელებთ იმპორტს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. თუმცა საქართველოს ნამდვილად აქვს რეალურად შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა და მეტიც, საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია იყოს მოხმარებული არა მარტო ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ შევძლოთ ელექტროენერგიის ექსპორტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში”.

 

“ენერგოკონფერენციას”, რომელიც “თიბისი ბანკში” გაიმართა, ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი