ახალი ამბები

სამზადისი ჩინური ახალი წლის დასახვედრად [ფოტო]

16 თებერვალი, 2015 • • 9859
სამზადისი ჩინური ახალი წლის დასახვედრად [ფოტო]

ჩინური ახალი წელი თხუთმეტ დღეს გრძელდება, ხოლო ჩინეთში 8 დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული.  ჩინური ახალი წელი ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღინიშნება, წლევანდელი ახალი წელი 19 თებერვალს იწყება.

ჩინურ ახალ წელს საუკუნოვანი ისტორია აქვს და დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ტრადიცულად ფესტივალი ეძღვნება ღმერთებსა და წინაპრებს. ჩინეთის ტერიტორიაზე კოსტუმები და ტრადიციები დღესასწაულთან დაკავშირებით ვარირებს რეგიონების მიხედვით.

როგორც წესი, ჩინური ახალი წლის წინა დღეს ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან და სადილობენ. ახალი წლის დადგომამდე ჩინელები საფუძვლიანად წმენდენ სახლებს, რათა თავიდან მოიცილონ წარუმატებლობა და დაიბედონ კარგი წელი.

ტრადიციის მიხედვით, წინასაახალწლოდ კარებსა და ფანჯრებს წითელი ფერის ქაღალდებით რთავენ.

ლეგენდის მიხედვით, მითოლოგიური მონსტრი ნიანი თავს ესხმოდა სოფლებს, იტაცებდა საქონელსა და მოსავალს. მშვიდობის დასაცავად ადამიანები თავისი სახლის წინ ალაგებდნენ საკვებს, რათა ნიანი მათ თავს  არ დასხმოდა.

ერთ დღესაც ადამიანებს ღმერთმა ასწავლა, რომ სახლების წინ უნდა ჩამოეკიდათ წითელი ფურცლები და დაენთოთ ლამპიონები. ადამიანები მიხვდნენ, რომ ნიანს წითელი ფერის ეშინოდა, ამის შემდეგ დამკვიდრდა წითელი ფერი და ლამპიონები ჩინური ახლი წლის ატრიბუტად. მითის მიხედვით, მას შემდეგ ნიანი ადამიანებს თავს არ დასხმია.

ჩინური ახალი წელი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან, რომელსაც ცხოველის 12 ნიშანი აქვს. ყოველ თორმეტ წელიწადში ერთხელ ცხოველებთან დაკაშირებული წლები ხელახლა აითვლება. 2015 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით თხის წელწადია.

გაზაფხულის ფესტივალის მონაწილეები გადიან რეპეტიციას ზეცის ტაძრის ეზოში    © EPA, 13.02.2015

ქალი ჩინური ახალი წლის ჩირაღდნების ქვეშ სეირნობს, კუალა ლუმპურში. © EPA, 9.02.0215

ქალი იღებს ფოტოს თეან ჰუს ტაძარში, მომავალი ჩინური ახალი წლის აღსანიშნავი დეკორაციის ფონზე, მალაიზიაში. © EPA, 9.02.0215

კუალა ლუმპურში აღინიშნება გაზაფხულის ფესტივალი, © EPA, 13.02.2015

კაცი ანთებს ჩირაღდნებს დონ ძენის ტაძარში, კუალა ლუმპურთან ახლოს, მალაიზიაში და ემზადებიან ჩინური ახალი წლის დასახვედრად, რომელიც 19 თებერვალს იწყება. © EPA, 13.02.0215

კაცები ასრულებენ ლომის ცეკვას, ინდონეზიაში, და ემზადებიან ჩინური ახალი წლისთვის, რომელიც 19 თებერვალს იწყება. © EPA, 14.02.0215

ორგანიზატორი ხმის გამაძლიერებლით მიმართავს მსახიობებს, რომლებიც განასახიერებენ საიმპრატორო მცველებს გასაზაფხულის ფესტივალის რიტუალის რეპეტიციაზე.  © EPA, 16.02.0215

ფარითა და ხმლებით აღჭურვილი მსახიობები განასახიერებენ ჩინეთის საიმპერატორო მცველებს გაზაფხულის ფესტივალის რიტუალის რეპეტიციაზე. პეკინში. © EPA, 16.02.0215

მსახიობები განასახიერებენ ჩინეთის საიმპერატორო მცველებს გაზაფხულის ფესტივალის რიტუალის რეპეტიციაზე. პეკინში. © EPA, 16.02.0215

ტალანდში მცხოვრები ჩინელები ემზადებიან გაზაფხულის ფესტივალისთვის, ბანგკოკში. © EPA, 16.02.0215

მასალების გადაბეჭდვის წესი