ახალი ამბები

სამინისტრო: წყალმცირობა მაშავერაში RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებული არაა

6 თებერვალი, 2015 • • 1630
სამინისტრო: წყალმცირობა მაშავერაში RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებული არაა

სამინისტროს განცხადებით, ჰიდრონაგებობიდან მდინარეში ჩამდინარე წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 80%) გადაგდებული იყო მცირე ჰესის ასამუშავებლად კაზრეთის სარწყავი სისტემის წყალგამყოფი კვანძიდან გამომავალი დიუკერის მეშვეობით.

 

სამინისტრო ცნობით, მდინარე მაშავერადან წყალაღებას ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ და ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის მცირე ჰესს. ჰიდროელქტროსადგურისათვის წყლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი რეჟიმების მიხედვით.

 

2015 წლის 5 თებერვლის 17 საათისათვის მდ. მაშავერაზე ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე წყალმცირობა შენარჩუნებულია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, აცხადებს სამინისტრო.

 

უწყების განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე მდ. მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით ადგილზე არსებული სიტუაციის შეისწავლა.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ შესწავლის შედეგად დიდი დმანისის ჰიდრონაგებობიდან სოფ. კიანეთამდე მონაკვეთში (დაახლოებით 10-12 კმ მანძილზე) დაფიქსირდა შესამჩნევი წყალმცირობა, წყლის ხარჯი დ. კაზრეთთან შეადგენდა 0,5 მ3/წმ-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი