ახალი ამბები

ხადური: 2015 წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება

5 თებერვალი, 2015 • • 902
ხადური: 2015 წელს ეკონომიკური ზრდა  4%-ზე მაღალი იქნება

“გუშინ დაზუსტდა მონაცემები და ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში იქნება სტაგნაცია.  სომხეთის და მოლდოვას ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 0% მიმდინარე წლისათვის. 2015 წელს ელოდებიან რუსეთში  და უკრეინაში ეკონომიკური ზრდის დაცემას გასაგები მიზეზების გამო. აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდა 1,5% -ი იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 4%-ზე მაღალი მიმდინარე წელს. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად  ეროვნულ ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც ველოდებით. ვაგრძელებთ კონსულტაციებს. მთავარია ის ტენდენცია აქტიურად იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ჩვენთვის მთავარია, რომ ბიზნესი იყოს წამყვანი ეკონომიკური ზრდის პროცესში, რომ ჯანსაღი ეკონომიკური სისტემა ჩამოყალიბდეს საქართველოში” – ეს განცხადება ნოდარ ხადურმა, დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.     

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიმა გიორგი ქადაგიძემ 30 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამო დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა შემცირდეს:

 

“იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში, და იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, აუცილებელია დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, იმისათვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი