ახალი ამბები

გომელაური: საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის სურვილი გარკვეულ ძალებს აქვთ

5 თებერვალი, 2015 • • 1000
გომელაური: საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის სურვილი გარკვეულ ძალებს აქვთ

“არის სხვადასვა ინფორმაცია. არ დავუშვებთ, უნდა ზოგ-ზოგიერთს, რა თქმა უნდა… ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ სხვა მოძრაობა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, არ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაში, არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში, ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოში იგივე განმეორდეს. რაღაც მცდელობები არის, უნდათ სხვადასხვა ძალებს”, – განაცხდა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

შს მინისტრის თქმით, პარლამენტში მივა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული თემა იქნება დეპუტატებთან განსახილველი.

 

“როცა საჭირო იქნება მივბრძანდები და მოვახსენებ, რა თქმა უნდა. კონკრეტული თემა თუ არ გვექნება, მივიდე და იდეების და რაღაც პატარ-პატარა ინფორმაციების დონეზე ვისაუბროთ, მე მგონი, არ არის ნორმალური ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა გომელაურმა.

 

აღნიშნული განცხადებები მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა. შეკითხვა მოჰყვა შს მინისტრის ინტერვიუს, რომელიც გაზეთ “კვირის ქრონიკას” მისცა. ინტერვიუში გომელაურმა განაცხადა, რომ “დესტაბილიზაცია არ მოხდება. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია სტაბილურობა. ნაცმოძრაობა თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს. ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ”.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მასალების გადაბეჭდვის წესი